Countman logo

Countman jobs and careers

United States

About Countman

თავდაპირველად დამფუძნებლებმა 2017 წელს ნულოვანი ინვესტიციით პირველი აუთსორსული კომპანია – “Be group” (Business Engineering Group) შექმნეს, რომლის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება. Be Group-ის ძირითად საქმიანობას საბუღალტრო მომსახურება და ზარალების შეფასება წარმოადგენს. მიმართულებების განვითარებასთან ერთად მათი გამიჯვნის საჭიროება გაჩნდა – რის შედეგადაც დაარსდა კომპანია “Countman”. დღეს Countman მცირე და საშუალო ბიზნესს აუთსორს რეჟიმში საბუღალტრო მომსახურების ყველაზე მარტივ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც მთელი გუნდის თითოეულ კომპანიაზე, ინდივიდუალურ ორიენტირებულობასა და მაღალი ხარისხის კომუნიკაციის სერვისზეა აგებული. ჩვენს კომპანიას მრავალი სპეციფიკის ბიზნეს სექტორთან მუშაობის გამოცდილება აქვს, რამაც დაგვანახა, რომ ბიზნესს საკუთარი დროისა და რესურსის მთავარი მიზნისაკენ მიმართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. Countman-ის მისია იმ მცირე, საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების ნეგატიური გამოცდილებისგან გათავისუფლებაა, რომლებისთვისაც კომპანიასთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების წარმოება რთულ, კომპლექსურ პროცესთანაა დაკავშირებული, რაც სამომავლოდ მთავარი მიზნებისკენ სწრაფვასა და განვითარებაზე ფოკუსირებას ართულებს. countman ნებისმიერი ბიზნესის მოდელისთვის ყველაზე მოქნილ და გამარტივებულ აღრიცხვის სისტემას დანერგავს, რაც დამფუძნებელს საშუალებას მისცემს, უფრო მეტად ორიენტირდეს კომპანიის მიზნების განხორციელებაზე.

Employees
11 to 50
Headquarters
United States

Leadership

The top of Countman's org chart, with how many people report into each leader.

GBPhoto of Giorgi Barbakadze

Giorgi Barbakadze

CEO / Founder

Jobs at Countman

No open positions right now. Explore more companies on TheJobsMap.