About Institute of Clinical Oncology
„კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი “ პროფესორმა, გია ნემსაძემ 2012 წელს დააფუძნა. „კოი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილია თანამედროვე მაღალი დონის აპარატურით. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ ლიდერები ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში. კლინიკა პაციენტებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს სთავაზობს. დაავადებათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი ხორციელდება ჯანდაცვის საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად. ყოველწლიურად კლინიკა საშუალოდ 30000 პაციენტს უწევს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობას. სრულდება დაახლოვებით 1500-1700 სხვადასხვა სირთულის ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის თავისა და კისრის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, უროლოგიური, კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დროს. კლინიკაში შემუშავებულია და ფართოდ ინერგება არასტანდარტული ოპერაციები, გავრცელებული და რეციდიული სიმსივნეების დროს.
- Employees
- 11 to 50
- Headquarters
- Georgia
Jobs at Institute of Clinical Oncology
No open positions right now. Explore more companies on TheJobsMap.