სამეურნეო სპეციალისტი
Job description
ვაკანსიის აღწერა კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის შესახებ "იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ოფისში შემოსული საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის საწყობში მიტანა;
- საოფისე და საკანცელარიო ინვენტარის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
- სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, საჭირო მასალებით მომარაგება და მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- სასმელი წყლის მარაგების მიღება და დასაწყობება; ოფისში არსებული დისპენსერების შევსება და მათი გამართული მუშაობის ზედამხედველობა;
- ოფისში არსებული დაზიანებების აღმოჩენა და ოპერატიული რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა ან შესაბამისი სამსახურების ინფორმირება);
- ოფისში არსებული გათბობა-კონდიცირების სისტემების მონიტორინგი, მოვლა და შეკეთება;
- მიღებული დავალებების შესრულების მიმდინარეობისა და სტატუსის შესახებ ხელმძღვანელის პერიოდული ინფორმირება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. სამუშაო გამოცდილება სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. კომპეტენციები შრომისმოყვარე
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი. დასაქმების პირობები სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ბენეფიტები ჯანმრთელობის დაზღვევა Fitpass დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 6 ნოემბრის ჩათვლით. მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
Description copied from UGT's careers page. Read the full posting before you apply.
More jobs at UGT
პროექტების მენეჯერი
UGT· თბილისი, GEქლაუდ გადაწყვეტების პრესეილს ინჟინერი
UGT· თბილისი, GEპროდუქტების მენეჯერი (Bare Metal/Cloud Services)
UGT· თბილისი, GEგაყიდვების განვითარების სპეციალისტი
UGT· თბილისი, GEსაიტ მენეჯერი
UGT· თბილისი, GE